2 კვირა

ორგანიზმში ნივთიერებების შეყვანის უსაფრთხოების შესახებ 2) ორგანიზმში ნივთიერებების სხვადასხვა შეყვანის გზები

 

2. ორგანიზმში ნივთიერებების სხვადასხვა შეყვანის გზები

    საერთაშორისო ტერმინოლოგიით ორგანიზმში ნივთიერებების შეყვანას ადმინისტრირებას უწოდებენ. არსებობს ნივთიერებების ადმინისტრირების ათზე მეტი გზა, თითოეულ მათგანს გააჩნია თავისი მიზნობრიობა რომელიც უზრუნველყოფს შერჩეული კომპოზიციის ბიოლოგიური მოქმედების ოპტიმიზაციას.  ამასთანავე, შეყვანის გზა განსაზღვრავს აქტიური კომპონენტის მოქმედების პოტენციალს (სიძლიერეს). მედიკამენტებისაგან განსხვავებით სპორტული პრეპარატების შეყვანის გზების ასორტიმენტი წარმოდგენილია გაცილებით ნაკლები მრავალფეროვნებით, რომელთა შრის გახლავთ მაგალითად: პერორალური, ადგილობრივი მოქმედების, ინექციური და იშვიათ შემთხვევაში ინჰალაციური. 

პერორალური: პრეპარატების უმრავლესობისათვის გათვალისწინებულია მიღება პირის ღრუდან. ეს გზა ყველაზე იოლია და ნაკლებხარჯიანი. თუმცა, ზოგჯერ მას ექმნება გარკვეული შეზღუდვები, რაც ყველაზე ხშირად დაკავშირებულია მიღებული პრეპარატის, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, გადაადგილების სპეციფიკასთან. მართალია მათი შეწოვა შესაძლებელია უკვე პირის ღრუშივე ან კუჭში დაიწყოს, უმრავლეს შემთხვევაში ამ პროცესის მიმდინარეობა გათვალისინებულია ძირითადად წვრილ ნაწლავში. სანამ მიღებული პრეპარატის აქტიური კომპონენტი სისხლის ნაკადის მეშვეობით დანიშნულების ადგილს მიაღწევდეს მას უწევს ნაწლავის კედლის გადალახვა და ასევე ხშირად ხდება ღვიძლის ფერმენტულ სისტემასთან ქიმიური ურთიერთქმედება, რასაც როგორც წესი შეყვანილი სუბსტანციის გარდაქმნების სერია მოსდევს (მეტაბოლიზმი), რასაც მოჰყვება სისხლის ნაკადში მიზნობრივი ნივთიერების მიწოდების რაოდენობის შემცირება. იმ შემთხვევაში, როდესაც ზემოაღნიშნული ბარიერული ფაქტორები ქმნიან არსებით დაბრკოლებას, მიზანშეწონილია ნივთიერების სხვა გზებით შეყვანა. პერორალურის ალტერნატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუკი აუცილებელია კონკრეტული ნივთიერებების მეტაბოლიტების  მინიმუმამდე დაყვანა ვინაიდან მათი გაზრდილი რაოდენობა ზოგიერთ შემთხვევაში ტოქსიკური ხდება რომელიმე ორგანოსთვის ან არასასურველი ფიზიოლოგიური პროცესისათვის.  ასეთ პირობებში საჭირო ეფექტის მისაღწევად მაგალითად ინექციური გზა საშუალებას იძლევა შესაყვანი ნივთიერების რაოდენობის, როგორც შემცირებას, ასევე იმ არასასურველი ბიოქიმიური პროცესების გვერდის ავლას, რომელიც გარდაუვალია მათი პერორალური გზით მიღებისას. [1]

 
  პრეპარატების მიწოდებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გზით, ეწოდება ენტერალური შეყვანა,
ხოლო მისი გვერდის ავლით - პარენტერალური.

ადგილობრივი შეყვანა: ვინაიდან ინექციური გზით პრეპარატი უპირატესად სისტემურად ვრცელდება, ლოკალიზებულად შეყვანა შესაძლებელია გარე დატანით. ადგილობრივი გამოყენებისათვის განკუთვნილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება კომბინირდება ბიოლოგიურად ინერტულ (არააქტიურ) კომპონენტთან, ფუძესთან. პრეპარატის აღნიშნული საფუძველი განსაზღვრავს პროდუქტის როგორც კონსისტენციას, იქნება ის სქელი თუ თხელი, ცხიმოვანი თუ წყლიანი, ასევე ფუძის ბუნებიდან გამომდინარე დარჩება ის ზედაპირზე თუ კანს ქვემოთ შეაღწევს.

მალამო. ნავთობპროდუქტების საფუძველზე, მაგალითად ვაზელინზე, მისი გარე გამოყენებისას შერჩეული საშუალების სისხლის ნაკადში გადასვლა მაქსიმალურად იზღუდება. ამასთან უფრო ეფექტურად ვიდრე კრემები აწვდიან კანს აქტიურ ნივთიერებებს. პრეპარატის მალამოს ფორმას ასევე გამოარჩევს დაზიანებული კანის ყველაზე ნაკლებადგამაღიზიანებლობა ვიდრე კრემები და მითუმეტეს ვიდრე გელები, ლოსიონები ან ხსნარები. მალამოების გზით პრეპარატების გამოყენებას უარყოფით მხარედ ვლინდება მოხმარების შეზღუდული პრაქტიკულობა, ისინი არიან უკიდურესად გაცხიმოვნებულები და რთულად ჩამოსარეცხნი.

კრემი. ყველაზე პოპულარული პრეპარატული ფორმა. წარმოადგენენ წყალში შეწონილ ზეთების ემულსიას, რომლებშიც წყლის წვლილი არის მეტი. კრემების დატანისას ისინი როგორც წესი კანის მიერ იოლად შეიწოვებიან. მათთვის ასევე არ გააჩნიათ გამაღიზიანებელი მოქმედება.

ლოსიონი. კრემის ანალოგიურია, მაგრამ შეიცავს უფრო მეტ გამხსნელს. ეს განპირობებულია კრემებისაგან განსხვავებით, აქტიური კომპონენტის აგრეგატული მდგომარეობის არა თხევადი არამედ მყარი სახით არსებობით. პირველნი თუ წარმოადგენენ ემულსიებს ლოსიონები კი - წვრილდისპერსულ სუსპენზიებს. ამგვარი კომპოზიციის სტაბილიზაციისათვის შემადგენლობაში ზოგჯერ შესაყვანი ხდებიან სპირტები. ლოსიონებს, სხვა ფორმებთან შედარებით, აქტიური ნივთიერების მიწოდების ყველაზე ნაკლები ეფექტურობა ახასიათებთ. ამის საკომპენსაციოდ ასევე საჭირო ხდება ლოსიონის შემადგენლობაში აქტიური კომპონენტის მეტი რაოდენობის შეყვანა ვიდრე ანალოგიური პრეპარატის სხვა ფორმებში. ლოსიონების გამოყენების ძირითადი უპირატესობაა კანის თმიან ნაწილზე მათი გაადვილებული დატანის შესაძლებლობა. განსაკუთრებით მოთხოვნადია მწვავე ანთებითი პროცესის მქონე დაზიანებულ ადგილებთან მოპყრობისათვის, საიდანაც გაძნელებულია ტენიანობის შემცირება, როდესაც ამის აუცილებლობა დგება. ამრიგად ლოსიონების გამოყენება ოპტიმალურია დასამუშვებელი ადგილის ოფლისა ან ექსუდატებისაგან შეშრობისათვის.

კომპრესები და აბაზანები. გამოიყენებიან სხეულის შედარებით დიდ ფართობზე არარეცეპტული პრეპარატებით ზემოქმედებისათვის კანის უმნიშვნელო დაზიანებებისას ან რეკრეაციული მიზნებისათვის.

ქაფი. გახლავთ თხევადი პრეპარატის აეროზოლური ფორმა. ინახება ჰერმეტულ კონტეინერში პროპელენტური აირით დაწყეხის პირობებში. გამოიყენება ჰიგიენური/გამწმენდი ან და კანის დამამშვიდებელი საშუალების წარმოებისათვის. როგორც ლოსიონის შემთხვევაში წარმოატებით გამოიყენება სხეულის თმიან ადგილებში.

გელი. ძირითადად გახლავთ პრეპარატის ფორმა წყლის ან სპირტის საფუძველზე გამასქელებლად ცხიმის ან ზეთის გამოყენების გარეშე, ამისთვის უფრო გამოიყენებიან სინთეტიკური პოლიმერები. ზემოთაღნიშნულ ფორმებთან შედარებით კანი შეზღუდულად შეიწოვს გელში შემავალ ნივთიერებებს. ამრიგად მათი დანიშნულება მიზანშეწონილია, როდესაც საჭიროა თმით დაფარული კანზე აქტიური ნივთიერებებით ზემოქმედება მცირე ულუფებით და ამავდროულად გახანგრძლივებულად. გასათვალისწინებელია, რომ გელების ჭრილობაზე გამოყენება არ არის სასურველი, ვინაიდან ისინი ღია ჭრილობას აღიზიანებენ.

ტრანსდერმალური გზით (საკერებელი). ცნობილი არის როგორც ინგლ. patch ან რუს. пластырь ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებით. მათი დანიშნულება გელის მსგავსია, სადაც რეალიზებულია შედარებით უფრო მკაცრი დოზირება და უფრო ხანგრძლივი ზემოქმედება, თუმცა ნაკლებად განკუთვნილია თმიანი საფარის მქონე კანისთვის. მაგალითად ლუმბაგოს (ჭვალის) კუპირებისათვის დამსახურებული პოპულარობა მოიპოვა ადგილობრივად წიწაკის ექსტრაქტის, კაფსაიცინის, შემცველი საკერებელის გამოყენებამ. ასევე ცნობილია ნიკოტინის შემცველი ნაწარმი. მაგალითისათვის აღსანიშნავია ძლიერმოქმედი ტკივილგამოაყუჩებლების ხანგრძლივად და ზომიერი დოზირებით მიწოდების აუცილებლობაზე მორგენული ფენტანილისა და ლიდოკაინის საკერებლები. სკოპოლამინის - ტრანსპორტირებისას თავბრუსხვევის ან და გულისრევის პრევენციის მიზნით. ნიტროგლიცერინის შემცველი - სისხლძარღვთა მოდუნების საჭიროებებისათვის და ნივთიერების ზემოქმედების პერიოდში გულში სისხლის მიწოდების გასაუმჯობესებლად. კლონიდინის, იგივე კლოფელინის, შემცველი საკერებელი გამოიყენება ჰიპერტენზიის მართვისთვის. საკერებლების მოხმარებას წარმატებით მიმართავენ ზოგიერთი ჰორმონის დონის რეგულირებისათვის. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული გზით სარგებლობენ ყველაზე ძლიერი პოტენციალის მქონე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემთხვევაში, რომელთა ორგანიზმში შეყვანა უსაფრთხო დოზირებით რთულად სამართავია. ეს განპირობებულია ზემოქმედების პერიოდში დროის თანაბრად განაწილების აუცილებლობით და დოზის გადაჭარბების რისკების გამო. ზემოთ მოყვანილი მაგალითების 90%-მდე აქტიური ნივთიერებების დასაშვები დოზები გახლავთ განსაკუთრებით მცირე, ხოლო მათი მოქმედება ძალიან ძლიერი, ამ ნივთიერებების სხვა გზით შეყვანას ფატალური რისკები ახლავს.

ხსნარი. ჩამოთვლილი მაგალითების კონტექსტში იგულისხმება თხევადი ფორმა. თხევადი (გამხსნელი) კომპონენტის სახით ხშრად გამოიყენებიან ეთილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, პოლიეთილენგლიკოლი ან წყალი. პრეპარატის ხსნარის სახით პრაქტიკულია თმით დაფარული კანზე გამოყენება. საგულისხმოა, რომ ხსნარები კი არ ატენიანებენ, არამედ პირიქით, აშრობენ კანს. ერთ-ერთი გავრცელებული პრეპარატია ალუმინის აცეტატი, რომლის ხსნარი გამოიყენება კანის დელიკატური და შედარებით ხანგრძლივი შეშრობისათვის.

დასკვნითი რემარკის სახით აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შეყვანის გზაზე დამოკიდებულია მათი მოქმედების ინტენსივობა, დაწყების დრო, ხანგრძლივობა და უვნებლობის ხარისხი.

 

წყარო

[1] Jennifer Le. Administration and kinetics of drugs. BCPS-ID, FIDSA, Skaggs School of Pharmacy and Pharmaceutical Sciences, University of California San Diego. (2022).
The MSD Manual, Merck.
https://www.msdmanuals.com/home/drugs/administration-and-kinetics-of-drugs/drug-administration