|
14 კვირა |
სპორტული პრეპარატების მოხმარების უვნებლობის ანალიზი |
11) კვლევის წყაროების სანდოობის ხარისხის შემოწმება |
|
|
|
11) კვლევის წყაროების სანდოობის ხარისხის შემოწმება |
|
რეკომენდაცია სტუდენტებს |
|
ქვემოთ მოცემული ალგორითმი გამოიყენება კვლევითი წყაროების სანდოობის შეფასებისთვის. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არ არის ერთადერთი შესაძლო მეთოდი და იგი არ გამორიცხავს სხვა შეფასებითი გზების გამოყენებას. მოცემული ალგორითმის მიზანია ისეთი ნიშნების აღმოჩენა, რომლებიც კარგად შესრულებულ და სანდო კვლევას ახასიათებს. იგი ეხმარება სტუდენტს იმ წყაროების ამოცნობაში, რომლებიც ეფუძნება მნიშვნელოვან და არსებით ფაქტორებს და იძლევა დასაბუთებულ ინფორმაციას. ამასთანავე, საჭიროა ალგორითმის შესაძლებლობების სწორად გაგება. ეს მეთოდი არ არის განკუთვნილი ცუდი ან არასანდო კვლევების პირდაპირ გამოსავლენად.
ალგორითმის მუშაობის პრინციპი
შემდეგია:
|
|
საკვანძო ინსტრუმენტარის დასახელებები |
|
DOI (Digital Object Identifier), ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი. ISSN (International Standard Serial Number), საერთაშორისო სტანდარტული სერიალური ნომერი. Scopus,
რეცენზირებადი სამეცნიერო პუბლიკაციების ბიბლიოგრაფიული და ციტირების
ანალიტიკური მონაცემთა ბაზა, რომელიც გამოიყენება წყაროების მოძიების,
იდენტიფიკაციისა და შეფასებისათვის. |